განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურნალისტებთან კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ განაცხადა, მისი თქმით, მოსწავლეებისთვის ჩანთის წონის შესამსუბუქებლად სკოლებში ინდივიდუალური კარადები მოეწყობა
„ზოგიერთ მოსწავლეს, ვისაც აქვს ამის საშუალება, შეუძლია, წიგნები სახლიდან არ ატაროს სკოლაში, არამედ შეინახოს კარადაში, რაც შეამსუბუქებს ჩანთის წონას. მთავარია, ყურადღება მივაქციოთ მშობლებმაც და პედაგოგებმაც, რომ მხოლოდ ახალი სახელმძღვანელოს გადაცემა პრობლემას არ მოაგვარებს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.