დღეს რუსეთის 80-მდე ქალაქში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად აქციები გაიმართა. BBC-ის ცნობით, დაკავაბულია 250-ზე მეტი ადამიანი. ყველაზე დიდი აქცია სანკტ-პეტერბურგში ჩატარდა, სადაც 3000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
ალექსეი ნავალნი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სამართალდამცავებმა 20 დღით დააკავეს. მას არასანქცირებული აქციის ორგანიზებაში ედება ბრალი. ამ წლის განმავლობაში ნავალნისთვის ეს მესამე დაკავებაა.
ორგანიზატორებმა 7 ოქტომბერი აქციებისთვის მიზანმიმართულად შეარჩიეს, რადგან დღეს ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეა. რუსეთის პრეზიდენტი 65 წლის გახდა.