Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გოგონები მომავლიდან“ - გოგონების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ფოტოგამოფენა გაიხსნება

10 ოქტომბერი, 2017 11:11

11 ოქტომბერს გოგონების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ლიტერატურის მუზეუმში ფოტოგამოფენა გაიხსნება. 

„გოგონები მომავლიდან“- ასე ჰქვია დინა ოგანოვას ფოტოგამოფენას, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით მომზადდა. 

ფოტოპროექტი „გოგონები მომავლიდან“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით.

იდეის ავტორების თქმით, ფოტოგამოფენის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის. გოგონებს უნდა მიეცეთ საშუალება, დაასრულონ განათლება და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები პირადი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ.

„მოზარდობა გოგონასთვის მნიშვნელოვანი ასაკია, რადგან ის სწორედ ამ დროს შედის გარდატეხის პერიოდში და ცხოვრებისეულ გზაჯვარედინზე დგას: ის, თუ რომელ გზას აირჩევს იგი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისთვის, არამედ ჩვენთვისაც; თუ გოგონებს ექნებათ შესაძლებლობა, სრულად გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი - იმარჯვებს ოჯახი, თემი და მთელი საზოგადოება, რადგან ძლიერდება ადამიანური კაპიტალი, იზრდება ეკონომიკა და ქვეყანა წინ მიდის.

მაგრამ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა ხელს უშლის ბევრ გოგონას, სრულად გამოავლინოს თავისი პოტენციალი და ხელი შეუწყოს თემისა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ წინსვლას:

Ø მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ან ბავშვთა ქორწინება არაკანონიერია, ეს პრაქტიკა მაინც გვხვდება, რის გამოც გოგონებს ხშირად უწევთ სკოლის მიტოვება.

Ø დასავლეთ ევროპასთან შედარებით, საქართველოში მოზარდი გოგონების ორსულობის ალბათობა გაცილებით  მაღალია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობასა და მათ მომავალზე.

Ø ახალგაზრდა დედებს უჭირთ სამუშაოსა და შვილების აღზრდის შეთავსება, რადგან დეკრეტული შვებულება და ბავშვზე ზრუნვის შესაძლებლობები არადამაკმაყოფილებელია და ტრადიციული გენდერული როლები აიძულებს ქალებს, უარი თქვან პროფესიულ კარიერაზე. მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ეპოქაში ჩვენი წარმატება მრავალმხრივ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ამ თაობის გოგონების პოტენციალის გამოვლენას“, - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე,

გამოფენა  ხვალ გაიხსნება და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^