Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თეთრი ხმაურის მოძრაობა" წულუკიანისგან განმარტებას მოითხოვს

13 ოქტომბერი, 2017 12:49

„მოვუწოდებთ ქალბატონ თეა წულუკიანს, ნათლად განუმარტოს საზოგადოებას, თუ რას გულისხმობს „ლიბერალიზაციის" ბუნდოვან ტერმინში, რადგან ინიცირებული კანონპროექტი არა შემოტანისა და გავრცელების, არამედ მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციას ეხება", - „თეთრი ხმაურის მოძრაობა" იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისგან ნარკოპოლიტიკაზე განცხადების განმარტებას ითხოვს.

„12 ოქტომბერს მედიასაშუალებებით გავრცელდა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, პოზიცია პარლამენტში ინიცირებულ ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო რეფორმასთან მიმართებით, სადაც ის ამბობს რომ „არამც და არამც არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია".

გაუგებარია, რამ განაპირობა მინისტრის პოზიციის ასეთი ცვლილება როდესაც სწორედ ის გახლდათ 2013 წელს ნარკოპოლიტიკის ცვლილების ერთ-ერთი პირველი ინიციატორი და მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციის ქომაგი. დღეს ინიცირებული კანონპროექტიც სწორედ მინისტრის მიერ წინა წლებში შემუშავებული კანონპროექტის პრინციპებზეა დაშენებული.

რაც შეეხება თეა წულუკიანის დღევანელ განცხადებას შემოტანასა და გაყიდვასთან დაკავშირებით, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და ჯანდაცვის კომიტეტის შეთავაზებული კანონპროექტით აღნიშნული ქმედებები ისედაც მკაცრად დასჯადი რჩება, რაც მინისტრისთვის ცნობილი უნდა იყოს.

მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სენსიტიურ პერიოდში, როდესაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ყურადღება მიპყრობილია აღნიშნული საპარლამენტო პროცესისკენ, მინისტრის ასეთი ზედაპირული განცხადება არის დამაზიანებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი.

ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ეს ყოველივე ხდება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრამდე 4 დღით ადრე (შეხვედრა გაიმართება 16 ოქტომბერს)", - ნათქვამია განაცხადებაში.

„მიმაჩნია, რომ რომ ნარკოპოლიტიკა საქართველოში უნდა გახდეს კიდევ უფრო ლიბერალური, მაგრამ არამც და არამც არ უნდა მოხდეს სრული დეკრიმინალიზაცია. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მაგრამ ვარ ასევე და ვიყავი მომხრე ლიბერალიზაციის, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ჰქონდეს ბერკეტი, ებრძოლოს მათ შორის სისხლის სამართლის წესით ნარკოტიკის არამხოლოდ გადამყიდველს და მათ უნდა ვებრძოლოთ მკაცრად, ასევე შემომტანს, ასევე მათ უნდა ვებრძოლოთ მკაცრად, მაგრამ - ასევე მომხმარებელს, მაგრამ, ადამიანის უფლებები უნდა იყოს უფრო მაღალი ხარისხით დაცული და ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ რევოლუციური ნაბიჯებით, რაც უკვე განვახორციელეთ და რაც ვერასდროს მივაღწიეთ, როდესაც ვიყავით ოპოზიცოაში, მაგალითად, ის რომ ზედოზირების შემთხვევაში, ექიმს არ ჰქონოდა კანონით დაკისრებული ვალდებულება რომ პოლიციისთვის შეეტყობინებინა. რის გამოც არა ერთი ახალგაზრდა იღუპებოდა და არამხოლოდ ახალგაზრდა [სტილი დაცულია]“, - აღნიშნა წულუკიანმა.

„ლიბერალი" დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს და საპასუხო განცხადების გავრცელების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^