
რესპონდენტთა უმრავლესობა, 56% მიიჩნევს, რომ თბილისი ბოლო სამი წლის განმავლობაში არასწორად ვითარდება. მათგან ნაწილი - 22%-მდე ერთმნიშვნელოვნად უარყოფითადაა განწყობილი, - „სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტმა“ თბილისის მოსახლეობის საჭიროების შესახებ კვლევა ჩაატარა.
კვლევის შედეგების მიხედვით, სოციალური და ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სფეროს შეფასების უარყოფით ველში მოხვდა, ანუ ყველაზე პრობლემატურ სფეროებად დასახელდა:
- საყრდენი კედლები და ავარიული შენობები;
- სოციალური დაცვა;
- ახალმშენებლობები;
- განათლების ინფრასტრუქტურა;
- გამწვანება;
- საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;
ტრანსპორტის სფერო:
ტრანსპორტის სფეროში რესპონდენტები მიუთითებენ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც უარყოფით შეფასების ველში მოხვდა:
- ტროტუარებზე მანქანების პარკირება (MEAN=2.91);
- პარკირების ადგილების რაოდენობა (MEAN=3.05);
- სატვირთო ტრაილერების ქალაქში მოძრაობა (MEAN=3.05);
- მრავალსართულიანი (მიწისქვეშა/მიწისზედა) პარკირების არსებობა (MEAN=3.18);
- „სითი პარკის" რეგულაციები (MEAN=3.36);
- ტაქსებისთვის ლიცენზიის გაცემის პრაქტიკა (MEAN=3.39);
- ე.წ. „სტაიანშიკების" არსებობა (MEAN=3.55);
- სამარშრუტო ტაქსების კომფორტულობა მგზავრებისთვის (MEAN=3.63);
- ტაქსების ტექნიკური მდგომარეობა (MEAN=3.71);
- ტრამვაის ინფრასტრუქტურა (MEAN=3.83);
- კონტროლიორების კომუნიკაცია მსგავრებთან (MEAN=3.85);
- სამარშრუტო ტაქსების ფასი (MEAN=3.89);
(შეფასება განხორციელდა 7-ქულიან სკალაზე, სადაც ქულა 1 შეესაბამება უკიდერებად უარყოფით შეფასებას, ხოლო ქულა 7 - უკიდურესად დადებით შეფასებას. სკალის ნეიტრალური პუნქტია 4);
საგზაო ინფრასტრუქტურის სფერო:
კვლევის მიხედვით, ამ სფეროში უარყოფითი შეფასების ველში მოხვდა:
- გზებზე მანქანების ნაკადი (MEAN=2.54);
- ავტომანქანების მოძრაობის დაგეგმარება (MEAN=3.16);
- ველოსიპედების ბილიკების ინფრასტრუქტურა (MEAN=3.16);
- ქუჩების ადაპტირებულობა შშმ ადამიანების საჭიროებებთან (MEAN=3.38);
რაც შეეხება სხვა სფეროებს, თბილისის მოსახლეობა უარყოფითად აფასებს ახალმშენებლობებისთვის ნებართვების გაცემის წესი (MEAN=2.69), საზოგადოებრივი ტუალეტების არსებობა/მდგომარეობა (MEAN=3.30), ახალმშენებლობების არქიტექტურული იარსახე (MEAN=3.39);
კვლევის მიხედვით, თბილისელთა უმრავლესობა, 66% საერთოდ არ არის ინფორმირებული ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტისა და განსახორციელებელი პროგრამების შესახებ. როცა, კარგად ინფორმირებული მხოლოდ თბილისელთა 1.9%-ია, ხოლო მეტ-ნაკლებად ინფორმირებულად თავს მიიჩნევს 13.6%.
კვლევა „სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტმა“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ჩაატარა. რესპონდენტთა შერჩევა საქართველოს 2016 წლის ამომრჩეველთა ცესკოს სიიდან მოხდა. მოსახლეობის გამოკითხვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისის 10 რაიონში და 3000 მოქალაქე გამოიკითხა.