Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გურამ კაშიამ „ვიტესის“ შემადგენლობაში ლგბტ დროშის სამკლავურით ითამაშა

16 ოქტომბერი, 2017 12:33

ჰოლანდიის უმაღლეს ჩემპიონატში გასულ კვირას ყველა გუნდის კაპიტანმა ლგბტ დროშის სამკლავური მოირგო. მათ შორის იყო არნემის „ვიტესის“ ქართველი კაპიტანი გურამ კაშია. ჰოლანდიის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანების ხელმძღვანელის, დენი ჰესპის ინიციატივით, ეს იყო მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისთვის მიძღვნილი კამპანია.

ჰესპის თქმით, ბევრი ფეხბურთელი, მწვრთნელი, მსაჯი თუ მხარდამჭერი აწყდება უამრავ ბარიერს თავისი იდენტობის გამო. ამის გამო, ის 2013 წლიდან ცდილობს, გაზარდოს მგრძნობელობა და ტოლერანტობა განსხვავებული სექსუალური იდენტობის მქონე პირების მიმართ. „ფეხბურთი უნდა იყოს ყველასი, განურჩევლად კანის ფერის, რასის, სექსუალური იდენტობისა თუ რელიგიისა. ყველას უნდა შეეძლოს, ჩაერთოს თავის საყვარელ სპორტში, წარმომავლობისა და იდენტობის მიუხედავად.“ - ნათქვამია დენი ჰესპის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^