Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებული ანგარიშები საჯარო იქნება

16 ოქტომბერი, 2017 14:10

შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებული ანგარიშები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ინფორმაცია გახდება - 13 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" და „ერთობა  2013“-ის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა. EMC  და "ერთობა 2013"  მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წესს ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც აღნიშნული მასალები საჯარო არ იყო. ანუ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დახურულობის წესის გაუქმება გულისხმობს ინსპექტირების შედეგების, დასაქმებული პირების სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან შრომით პირობებზე სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დასაქმებულებისა და მესამე პირებისათვის.

წლების განმავლობაში EMC საჯარო ინფორმაციაზე წვდომის მოპოვებას საერთო სასამართლოში წარმოებული დავის ფარგლებში ცდილობდა. საკონსტიტუციო სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელეების არგუმენტს და სადავო ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილებით, უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტურად მიიჩნია.

„მ შემთხვევაშიც საჯარო ინფორმაციაზე წვდომის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დადგენილი ფორმალური კრიტერიუმის საწინააღმდეგოდ, განსაზღვრული იყო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – მთავრობის დადგენილებით და არა კანონით. სასამართლომ გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა მითითებულ საქმეში განვითარებული მსჯელობის გამო დადგენილად მიიჩნია და ინსპექტირების აქტების დახურულობის სადავო წესი ძალადაკარგულად საქმის არსებითად განხილვის გარეშე გამოაცხადა", - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^