Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტროტუარების, სასმელი წყლის, სკვერების პრობლემა - ქალი ამომრჩევლების საჭიროებების კვლევა

17 ოქტომბერი, 2017 13:52

რეგიონებში მცხოვრები ქალი ამომრჩევლების საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა (R-CSN) და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (სიდა) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის ფარგლებში წინასაარჩევნოდ კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, პრობლემური საკითხების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • გზებისა და ტროტუარების მოწესრიგება;
  • სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა;
  • პარკები, სკვერები და სხვა საჯარო ადგილები, გამწვანება, გარე განათება;
  • ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესება
  • ნარჩენების მართვა;

კვლევის ავტორების თქმით, პრობლემური საკითხების სიაში მოხვდა უპატრონო ცხოველების პრობლემის მართვა, უსახლკაროები და სოციალურად დაუცველები, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა.

„თითოეული ეს საკითხი ქალების მდგომარეობას სპეციფიკურად უკავშირდება. მაგალითისთვის, როგორც თავად ქალი რესპონდენტები აღნიშნავნდნენ, საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში მათთვის განსაკუთრებით პრობლემურია მოუწესრიგებელი გზის საფარი, ტროტუარების სიმცირე და სივიწროვე. ასევე, ზამთარში მოყინვის საწინააღმდეგო ღონისძიებების (დროულად) გაუტარებლობა, რის გამოც ტროტუარებზე უსაფრთხოდ გადაადგილება რთულია, განსაკუთრებით საბავშვო ეტლით და/ან ჩვილი ბავშვით ხელში.

სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის საკითხი ქალების ტრადიციულ როლთან - „სახლის საქმეებთან“ არის კავშირში, რაც რიგ შემთხვევებში გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად ორმაგად ამძიმებს ქალების მდგომარეობას, განსაკუთრებით კი სოფლად, სადაც საქონლის მოვლასთან დაკავშირებულ სანიტარიის საკითხებზე პასუხისმგებლობა ქალებს ეკისრებათ.

პარკებისა და სკვერების პრობლემა ეკოლოგიასთან, ბავშვების ჯანმრთელობასთან, მათი გართობისა და ქალებისთვის საჯარო სივრცეში ურთიერთობის საჭირო სივრცეების გაუმართაობა-ნაკლებობასთან არის კავშირში (ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იქ სადაც ტრადიციულად ქალების საჯარო სივრცეში ურთიერთობა შეზღუდულია).

 ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სიმწირე ან/და გაუმართავი მუშაობა, ბუნებრივია, ბავშვების კეთილდღეობასთან არის კავშირში, თუმცა ამავდროულად ეს გავლენას ახდენს დედების საქმიანობაზეც, როგორც სახლში („სახლის საქმეებთან“ მიმართებით), ისე სამსახურში. იმის გამო, რომ ბაღების მუშაობის გრაფიკი არ ემთხვევა დედების სამუშაო გრაფიკს (მათ შორის, საჯარო სამსახურში), მათ ხშირად უწევთ სამსახურში დაგვიანება ან/და სამსახურიდან ადრე გამოსვლა", - ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობას, კვლევაში აღნიშნულია, იმის მიუხედავად, რომ ეს საკითხი მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას სცდება, ქალებმა მიიჩნიეს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მეტად უნდა იზრუნონ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებაზე, მათ შორის, თავშესაფრებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობაზე და სხვა მექანიზმებისა და სერვისების შექმნაზე.

კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების 29%-ის სურვილია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო კანდიდატებმა თავად ჰკითხონ ქალებს მათი პრობლემების შესახებ. 28%-ის აზრით ინიციატივა ქალებმა და მოქალაქეთა ჯგუფებმა უნდა აიღონ ხელში. 22% კი ამ როლის შესრულებას არასამთავრობო სექტორს ანდობს.

„არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატებისთვის საყურადღებო უნდა იყოს, რომ რესპონდენტთა 67% ფავორიტი პარტიისა თუ კანდიდატის შერჩევისას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ რომელი პარტია/კანდიდატი ეხმიანება საარჩევნო პროგრამაშიან/და გამოსვლებში ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ან/და ქალების უფლებებებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს ასპექტი მხედველობაში მისაღები არ არის გამოკითხულთა მხოლოდ 17,5%-სთვის", - ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევა 2017 წლის სექტემბერში 10 რეგიონში ჩატარდა და მასში1 106-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. შერჩევაში მონაწილე ქალების საშუალო ასაკი 40 წელია. კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულია სტრუქტურირებული კითხვარი ღია და დახურული კითხვებით. პრიორიტეტული საკითხები რესპონდენტებმა წინასწარ მომზადებული სიიდან აარჩიეს. ამ სიაში მხოლოდ ის საკითხები იყო შეტანილი, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა. რესპონდენტებს ჰქონდათ „სხვა“ საკითხის დამატების შესაძლებლობაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^