„ევროპული საქართველოს" განცხადებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერებმა, „ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ლელა ქებურიას მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი დღეს ზუგდიდში გახდა „ევროპული საქართველოს" დაგეგმილი აქცია, რომელზეც პარტიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ფაროსანას მიერ განადგურებულ მოსავალთან დაკავშირებით ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს და ხელისუფლების უუნარობას აპროტესტებს. სოფელ ერგეტაში, „ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებმა საშუალება არ მისცეს ადგილობრივებს და მიკროავტობუსის მძღოლებს, ზუგდიდში აქციაზე წამოსულიყვნენ. სიტყვიერ შელაპარაკებას ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. მერობის კანდიდატის მეუღლეს სხეულზე დაზიანებებიც აღენიშნება", - აცხადებენ პარტიაში.