Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაცვლიშვილი ყიზილაჯლოს ინციდენტზე: მნიშვნელოვანია დანაშაულის მოტივის სრულყოფილად გამოძიება

20 ოქტომბერი, 2017 11:19

საქართველოს ახალგაზრადა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ყიზილაჯლოში წუხელ მომხდარი დანაშაულის მოტივის მიუკერძოებლად, სრულყოფილად და დროულად გამოძიება. ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

მისივე განცხადებით, წინასაარჩევნოდ დაფიქსირებული ეს ფაქტი ყველაზე უფრო მძიმეა, რადგან გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი. 

„ბუნებრივია, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, მძიმე შემთხვევა რაც ამ დროისთვის არის დაფიქსირებული წინასაარჩევნო პერიოდში, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება მოხდა ძალიან სწრაფად შს სამინისტროს პირველი პირის დონეზე. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თუ ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე ყოფილიყო ასევე მყისიერი რეაგირება და პირველი პირების დონეზე იყოს აყვანილი მომხდარი შემთხვევის გამოძიება. უკვე მოვისმინეთ მინისტრის განცხადება, რომ გამოძიება დაწყებულია და კვალიფიკაციაც საზოგადოებისთვის ცნობილია. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ საკითხში არის დანაშაულის მოტივის მიუკერძოებლად, სრულყოფილად და დროულად გამოძიება და რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ამ ფაქტზე და ყველა სხვა ფაქტზე ველოდებით სახელმწიფოს ჯეროვან რეგიარებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ ოფისთან თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი დაიჭრა. დაჭრილებს შორის „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი არიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^