„ბიორკი თავად არის დაინტერესებული ქართული მუსიკით და მიემგზავრება საქართველოს მუსიკალურ ექსპედიციაში“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე SOU ფესტივალის დამფუძნებელმა სანდრო ლომინაშვილმა.
„ლიბერალის“ შეკითხვაზე, საქართველოს რომელ მხარეებს ესტუმრება ბიორკი მუსიკალური ექსპედიციის ფარგლებში, სანდრო ლომინაშვილმა უპასუხა, რომ ისლანდიელი მუსიკოსი სვანეთს, ზემო აჭარას, გურიასა და კახეთს ესტუმრება.
„მოლაპარაკების რეჟიმში შევთავაზე ბიორკს, ხომ არ დააინტერესებდა ქართული მუსკის გაცნობა, აღმოჩნდა, რომ თურმე მას პირიქით ჰქონდა ასეთი თხოვნა ჩვენთან. ეს სქემა შევთავაზეთ, რათა მისთვის გვეჩვენებინა ქართული მუსიკის მრავალფეროვნება“, - განაცხადა სანდრო ლომინაშვილმა
ორგანიზატორების განცხადებით, ბიორკი სიმღერებს ძირითადად თავისი ბოლო, მე-9 ალბომიდან, Vulnicura-დან შეასრულებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით.
„კონცერტები მოიცავს არტისტის რამდენიმე საკვანძო სიმღერასაც, მისი მუსიკალური წარსულიდან“, - აცხადებენ ორგანიზატორები
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ბიორკი დაანონსებული ალბომიდანაც შეასრლებს კომპოზიციებს.
Vulnicura თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს ბიორკის ყველაზე „პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს.
კონცერტების მასპინძელია მუსიკალური პლატფორმა SOU.