Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამარ ალანია მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა

20 ოქტომბერი, 2017 16:14

თამარ ალანია მოსამართლედ უვადოდ გამწესდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. ალანიას გამწესებას  მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

ამჟამად თამარ ალანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მუშაობს.

ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვა კანდიდატების კენჭისყრა მიმდინარეობს. უვადო მოსამართლეობაზე განცხადება საბჭში 38-მა კანდიდატმა შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. მისი თქმით, არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება საბჭოს აქვს.

„კენჭისყრა ჩატარდება, თუმცა მე არ ვიღებ მონაწილეობას ჩემი პასუხისმგებლობის განცდით, იმიტომ, რომ მე არ მაქვს ბევრ კითხვაზე პასუხი", - განაცხადა გვენეტაძემ.

კენჭისყრის პროცესში არც საბჭოს არამოსამართლე წევრები - ნაზი ჯანეზაშვილი და ვახტანგ მჭედლიშვილი მონაწილეობენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^