იხილეთ ამ დროისთვის „ლიბერალის“ ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გადაღებული ვიდეოკადრები.
► „ლიბერალის" ახალი ამბების რედაქტორს, დათო გამისონიას, ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა პირებმა, რომლებიც უბნის ტერიტორიას არ ტოვებდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
► მათ ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალეს
► აღნიშნული პირების გაღიზიანება „ლიბერალის" შეკითხვამ გამოიწვია, თუ რატომ არ ტოვებდნენ უბნის ტერიტორიას
► შსს-სთვის მიმართვის შემდეგ, სამართალდამცავებმა ინციდენტში მონაწილე ორი პირის იდენტიფიცირება მოახდინეს. გამოკითხულია ჟურნალისტი
„ოცნებამ მოიგოს" - საარჩევნო უბანთან შეკრებილი მოქალაქეები მათი იქ ყოფნის მიზეზებს განმარტავენ
ვაჟა-ფშაველას N33-ში მდებარე საბურთალოს მე-60 საარჩევნო უბანი
ვიდეო: დათო გამისონია
„კოორდინატორი ვარ, ვაკონტროლებ"
"გადი გოგო აქედან, ხო არ გააფრინე, რას დამდევ" - ლიბერალის კორესპონდენტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სცადეს - 133-ე საჯარო სკოლაში გახსნილი 47-ე და 48-ე საარჩევნო უბანი:
თბილისის მე-16 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების" კოორდინატორი იმყოფება.
პირი, რომელიც თავს "ქართული ოცნების" წარმომადგენელს უწოდებს, ვარკეთილში, 32-ე საარჩევნო უბანზე აკრედიტაციის გარეშე შევიდა. როგორც ის ამბობს, აკვირდება "რამდენად მშვიდად ჩაივლის პროცესი".
მთაწმინდის რაიონში მე-15 უბანზე მოქალაქეები სიებით იმყოფებიან.
„მე წლობითა ვარ აქ, ამათი აგიტატორი“, - ამბობს მოქალაქე 49-ე საარჩევნო უბანზე
მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. ქალბატონი ამბობს, რომ ფურცელზე დასმულ პლუსებს საარჩევნო პროცესთან კავშირი არ აქვს, თუმცა იგი უბანზე მისულ ნაცნობ სახეებს პლუსებით აღნიშნავს.