„მე დღეს ჩემი არჩევანი გავაკეთე და, როგორც 2012 წელს, შემოვხაზე 41. ეს ის ძალაა, რომელიც ბევრს მუშაობს, ბევრს აშენებს" - წერს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„ეს არჩევანი გავაკეთე და უბნიდან ქუჩაში ორ ქალბატონთან ერთად ბაასით გამოვედი თუ არა, წინ ამეტუზა, მოფერებით ვიტყვი, ნაცულიკების (ძველის თუ ძალით გაპატიოსნებულის, რა მნიშვნელობა აქვს) წარმომადგენელ/დამკვირვებელი გულზე დიდი „ბეჯით“ - აგრძელებს მინისტრი - გამეცნო. ქალბატონი იმ გიორგი ცააძის და აღმოჩნდა, რომელმაც კორტებთან ვაზაგაშვილს ესროლა და თუ სწორად მახსოვს, უბრალოდ კი არ ესროლა, არამედ საკონტროლო დაახალა.
მან დაიყვირა: „უსინდისოებო, ნაძირლებო, რატომ გიზით ჩემი ძმა ციხეში?!“ და დაამატა: „თქვენ კი ის ქალი ხართ, რომელმაც ჩემი ძმის წინააღმდეგ იუსტიციის სახლთან მემორიალი დადგით“.
„მემორიალი დაიდგა და არ მოიხსნება, სანამ მე ვარ მინისტრი“ - მივუგე მშვიდად. ამ ნათქვამმა ის უბრალოდ კი არ გააღიზიანა, მან ძაგძაგით დაიწყო კივილი, ამბობდა, რომ ჩვენ (აქეთ ჩვენ) ვართ უსინდისოები, რადგან მისი უმწიკვლო ძმა არ უნდა იჯდეს ციხეში. შევეცადე მშვიდად ამეხსნა, რომ მოსამართლემ სხვაგვარად ჩათვალა და მისი ძმა ორივე ინსტანციამ დამნაშავედ ცნო.
ვამბობ ამას და ვხედავ, რომ ის ისევ „კივა“.
„ბიჭებს რომ ქუჩაში ხოცავდით, მაშინ რატომ არ ისმოდა თქვენი კივილი?“ - პირველი ოქტომბრის ხმით დავიღრიალე. და მორიგჯერ მივხვდი, რომ თავშეკავებას, მუდმივად ძველის გახსენების ნაცვლად მომავლისკენ მზერას, მოკრძალებას სახელად „საქმე ხომ ისედაც ჩანს“ და ამგვარ რამეებს, რასაც „ოცნება“ ქადაგებს, მგონი ჯერ კიდევ არ აქვს გასავალი".
როგორც იუსტიციის მინისტრი წერს „ერთი 1 ოქტომბერს დაგვაჭერით მე და ჩემიანებს 140 000-ამომრჩევლიან ურთულეს ნაძალადევში დიდი ხახვი და ახლა დამოუკიდებელი მოსამართლის მიერ მოსჯილ დამსახურებულ სასჯელს რომ მოიხდით წლების მერე, მეორე დიდი ხახვი იქონიეთ თან, იუსტიციის სახლის წინ მემორიალთან დასაჭრელად გამოგადგებათ. ეს იცით სადაა? აი, იქ სადაც კორტები გაუჩეხეთ თბილისს, სადაც ახალგაზრდები ჩაცხრილეთ და სადაც მერე სანთლებს და ყვავილებს უნადგურებდით იურა ვაზაგაშვილს, შვილის სიკვდილის ადგილას რომ მიჰქონდა ყოველ დღე!
არა, დღეს თქვენ ხმა კვლავ არ უნდა მოგცეთ ხალხმა.
დღეს კორტებგაჩეხილი თბილისი კახიმ უნდა გადაიბაროს".