Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TDI-ის დამკვირვებლის თქმით, მარნეულში გადასატანი ყუთი გაიტაცეს

21 ოქტომბერი, 2017 16:00

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" (TDI)  დამკვირვებელმა შოთა თუთბერიძემ „ლიბერალს“ განუცხადა, მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი გაიტაცეს. მისი თქმით ერთ-ერთი გამტაცებელი „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი იყო. 

თუთბერიძე ამბობს, რომ გადასატან ყუთს მხოლოდ „ქართლი ოცნების“ დამკვირვებელი მიჰყვებოდა, ამიტომ თვითონ, როგორც ნეიტრალურმა დამკვირვებელმა, გადაწყვიტა, რომ ყუთს გაჰყოლოდა 

„ეს თავიდანვე არ ესიამოვნათ, არც კომისიის წევრებს, არც „ქართული ოცნების“ დამკვირვებელს და ჯერ დიდი ხანი ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ სჯობდა უბანზე დავრჩენილიყავი, უცხო ხალხს თავზე ხომ არ დავადგებოდი და ა.შ. არაფერი რომ არ გამოუვიდათ, მოვიდა ჩემთვის უცნობი პირი, რომელსაც აკრედიტაცია ჰქონდა, მაგრამ მალავდა და დამიწყო ეგრევე  ჩხუბი, რა მესაქმება, საერთოდ ვინ ვარ, რას წარმოვადგენ, აქ რა მესაქმება, არავის არ იცნობ და არ იცი რას გიზამ იქ რომ გაგიყოლოო, ფიზიკურად მეჭიდავებოდა“, - აცხადებს შოთა თუთბერიძე 

TDI-ის წარმომადგენლის თქმით, უცნობმა პირმა ის მანქანისგან მოშორებით გაიყვანა, რა დროსაც გადასატანი ყუთი გაიტაცეს

„მომხვია ხელი და საუბრით მივყავარ საუბნო კომისიის შენობისკენ, როგორც კი მანქანას მოვშორდით 10-15 მეტრით, ეგრევე დაუყვირა მძღოლს, რომელიც ამავდროულად იყო „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი და თვალი მოვკარი როგორ ჩახტა რამდენიმე ჩემთვის უცნობი ადამიანი ამ მიკროავტობუსში და გაიქცნენ“, - ამბობს თუთბერიძე

როგორც თუთბერიძე ამბობს, მომხდარის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეატყობინა და სთხოვა მანქანაში მყოფ პირებს დაკავშირებოდა და უკან დაებრუნებინა, თუმცა არც თავმჯდომარე და არც კომისიის სხვა წევრებს საკონტაქტო ინფორმაცი არ გააჩნდათ. მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარე ვერ საუბრობს ქართულ ენაზე.

„ის ადამიანი კი აგრძელებდა აგრესიულად საუბარს, ჩხუბს, მუქარას. დავრეკე პოლიციაში, ცესკოში. პოლიციის გამოძახებაზე უფრო გაბრაზდა და რომ არ გამომეძახებინა ყველაფერი ჩხუბში გადაიზრდებოდა. საჩივარი დაწერა TDI-მ, საოლქო კომისიაში გამოკითხვა ჩატარდა. ის პირობნება ისევ გადმოდის საარჩევნო უბანზე, აკრედიტაციას კი მალავს“, - ამბობს შოთა თუთბერიძე 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^