
ტელეკომპანია „იმედის“ შეკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლს საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია „გორბი“ ატარებს.- ამის შესახებ „ლიბერალს“ ტელეკომპანიის თანამშრომელმა, ნანა ლეჟავამ განუცხადა. მისივე თქმით, კომპანია შედეგებს თბილისში აკვირდება, კერძოდ, ითვლიან მერობის კანდიდატებისა და პარტიების შედეგებს.
კომპანია „გორბი“ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე TNS-ის დაკვეთით საველე სამუშაოებს ასრულებდა. კომპანია TNS ეგზიტპოლის ჩასატარებლად სამმა ტელეკომპანიამ („იმედმა“ „GDS-მა” „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“) დაიქირავა.
შეგახსენებთ, რომ TNS-ის ეგზიტპოლმა წინასწარ გაცხადებულ 2%-იან ცდომილებაზე დიდი სხვაობა აჩვენა. სწორედ ამის გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი კომპანიისთვის გაწეული საქმიანობისთვის თანხის გადაუხდელობის შესაძლებლობას განიხილავდა.
ეგზიტპოლებს ატარებს ტელეკომპანია „რუსთავი 2-იც“. მას საერთაშორისო ორგანიზაცია, „ედისონ რისერჩი" ატარებს.
კომპანია მერის არჩევნების შედეგებს თბილისსა და ქუთაისში ითვლის.
ორივე ტელეკომპანია შედეგებს 8 საათზე გამოაცხადებს.