ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას თქმით, რამდენიმე წუთის წინ ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, საარჩევნო უბანთან ფულის დარიგების ფაქტს შეესწრო:
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში ამომრჩევლებისთვის, სავარაუდოდ, ფულის დარიგების ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციასა და ვიდეოს „გურიანიუსი“ ავრცელებს.
საარჩევნო უბნის წინ საკრებულოს დეპუტატი, გოჩა სეხნიაშვილი იდგა და ამომრჩეველს ფულს აძლევდა. დეპუტატს სია ჰქონდა, სადაც კონკრეტული სახელები და მათთვის გადასაცემი თანხის ოდენობა ეწერა.