Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალეკო ელისაშვილი: აპირებენ კალაძეს 54-58 პროცენტი დაუწერონ

21 ოქტომბერი, 2017 19:29


თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატმა,  ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

"ჩემს შტაბს აქვს ინფორმაცია, რომ გეგმავენ ჩემს კონკურენტს, კალაძეს დაუწერონ 54-58 პროცენტი პირველივე ტურში. ზუსტად ასეთი რიცხვები მომივიდა. ეს რიცხვები კალაძის შტაბიდან დირექტიული წესით გადაიგზავნება ცესკოში და ცესკო ძალიან ურცხვად მოაწერს ამას ხელს."

ელისაშვილის თქმით, ეს ყოვლად დაუშვებელია  - "თბილისის მოსახლეობას ჯერ დაგვრჩა დრო, რომ ვინც არ მისულა არჩევნებზე, მივიდეს,  ერთადერთი წამალი ამ გაყალბებისა და ყურით მოთრეული პროცენტებისა, არის ამომრჩეველთა აქტივობა".

"ყველას, ვინც ჯერ არ მისულა არჩევნებზე,  მოვუწოდებ არ დაიზაროს და გამოიყენოს დარჩენილი დრო" - ამბობს ელისაშვილი.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^