კახა კალაძეს მერის არჩევნებში გამარჯვებას იტალიერი ფეხბურთელი პაოლო მალდინი და იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი ულოცავენ.
„ვულოცავ თბილისის ახალ მერს. ძალიან მიხარია შენი გამარჯვება!" - წერს მალდინი Facebook-ზე.
„ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობსი არჩვნებში ხმათა 51,12% მიიღო.