ვარკეთილში, კაფე „თეისთში“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს,- ეს ინფორმაცია „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა. სამართალდამცველებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს. მათ ბრალად გამოძალვა ედებათ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „პირველი არხიც“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, გამოძალვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. თვითმხილველების განცხადებით, ობიექტი რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცს ეკუთვნის.