Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუცნაშვილი: როცა მეჭიაური „ქართულ ოცნებაში“ დავასაქმე, მას კორუმპირებულის იმიჯი ჰქონდა

25 ოქტომბერი, 2017 0:30

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, თამაზ მეჭიაური კორპუმპირებული ჩინოვნიკი იყო, თუმცა ნათესაური კავშირის გამო ის მაინც დაასაქმა. როგორც რუსთავი 2-ის ეთერში ქუცნაშვილმა განაცხადა, თამაზ მეჭიაურს 2012 წლამდე 6 პარტია ჰქონდა გამონაცვალი და კორუმპირებული ჩინოვნიკის იმიჯის მიუხედავად, ის „ქართულ ოცნებაში“ მაინც დაასაქმეს. „მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გელა ხვედელიძე და მამუკა არეშიძე იყვნენ ისინი, ვისაც ვთხოვე, რომ ეს კაცი, მიუხედავად ასეთი წარსულისა და მერყევი იმიჯისა, არასტაბილური იმიჯი ჰქონდა, მაინც მიგვეღო და ჩაგვერთო პროცესებში. რატომ? თამაზ მეჭიაურის მამა და დედაჩემის დედა იყვნენ ალალი და-ძმა. ნათესაური კავშირი მე, როგორც მთიელს მავალდებულებს, ყველა მთიელზე ვიზრუნო.“ - თქვა ქუცნაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ ჩართვისას.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მეჭიაურის დასაქმების ერთ-ერთი მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებაც იყო, რომ ყველასთვის მიეცათ შანსი „სწორ გზაზე დამდგარიყო“. ამის გამო, პარტიაში მეჭიაური შტაბის უფროსად გაამწესეს ქუცნაშვილის მშობლიურ თიანეთის რაიონში. თუმცა, მას საკმაოდ ცუდი იმიჯი ჰქონდა.

„ის მრავალპარტია გამოცვლილთან ერთად, მრავალ თანამდებობაგამოცვლილი იყო და მისი მუშაობა თიანეთის ცეკავშირის ხელმძღვანელად მის კორუფციულ იმიჯს ძალიან ამყარებდა. მას ძალიან კორუმპირებული ჩინოვნიკის იმიჯი ჰქონდა. ”ქართულ ოცნებაში” მიყვანის და რეგიონულ შტაბში ჩართვის შემდეგ, როცა ჩემი რეკომენდაცია საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ თურმე მისი ამბიცია, რომ უმუშევარი, სახლში გალოთებული იჯდა, დღე და ღამე სვამდა, მეტს არაფერს აკეთებდა, მინდოდა შანსი მიმეცა. მე ვალდებული ვარ ჩემს ახლობელზე ვიზრუნო. მაშინ მას უთხრეს, რომ წარსულის გამო მისი კანდიდატად დაყენება გაჭირდებოდა, თუმცა, მე მაინც დავასახელე მისი კანდიდატურა 2012 წლის არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოლიტიკური წარსული ამის საშუალებას არ იძლეოდა” - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, თამაზ მეჭიაურმა მიცემული შესაძლებლობები არ გამოიყენა და პარლამენტში ყოფნისას, საკუთარი განცხადებებით „ქართულ ოცნებას“ არცხვენდა. „თავს გვჭრიდა ყველა მისი განცხადებები. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს შეცდომა მე დავუშვი. დადის ახლა თიანეთში და გვლანძღავს, მეტს არაფერს აკეთებს.” - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა „არჩევანში“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^