Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბერას კომპანიას საზოგადოებრივი მაუწყებელი 346 098 ლარს გადაუხდის

25 ოქტომბერი, 2017 12:45

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 10 ოქტომბერს სპეციალური განათების უზრუნველყოფის მომსახურების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო წინადადების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი სატელევიზიო გადაცემისთვის „აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად“ 9 თვით განათებას იქირავებს. ტენდერის საერთო ღირებულება 346 098 ლარია.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს „სილქ ფაქტორი სტუდიომ“ მიიღო.  კომპანია 2017 წლის თებერვალში დაფუძნდა. მისი 100% წილის მფლობელი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის  შვილი ბერა ივანიშვილია, დირექტორი კი გოგა ხაინდარავა.

ამავე კომპანიამ 2017 წლის სექტემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებული სხვა ტენდერიც მოიგო.  

მაუწყებელმა სექტემბერში გენერატორი, ძალოვანი კაბელით და დენის გამანაწილებელის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისთვის გამოაცხადა. ტენდერში ორმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა. ტენდერიდან დოკუმენტაციის დროულად არ წარდგენის გამო დისკვალიფიცირდა ი.მ. „ლაშა კვერეცხელია“ და კონტრაქტი ბერა ივანიშვილის კომპანიასთან გაფორმდა.  ამ შემთხვევაში ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 25 913 ლარს (ოცდახუთი ათას ცხრაას ცამეტი) დღგ-ს ჩათვლით.

„ლიბერალი" განმარტებისთვის დაუკავშირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენლებს. თუმცა ჯერჯერობით კომენტარი ვერ მოვიპოვეთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^