საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკი კურსის მოკლევადიან რყევებთან დაკაშირებით კომენტარს არ აკეთებს.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია დაბალი და სტაბილური ფასების შენარჩუნებაა.
„არავისთვის არის ახალი, რომ ჩვენთან მოქმედებს მცურავი კურსი, ამიტომ ლარი ხან გაუფასურდება, ხან გამყარდება, " - ამბობს კობა გვენეტაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5206 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გუშინ მოქმედი კურსი 2.4894 ლარი იყო, თუმცა გუშინდელი ვაჭრობის შედეგად დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0312 ლარი შეადგინა.
ოფიციალური კურსით, 1 ევროს ღირებულება 2.9635 ლარია. გუშინ მოქმედი კურსი კი 2.9240 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0395 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში დღეს შევიდა.