Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„უკრაინამ სააკაშვილს თავშესაფარზე უარი უთხრა“ - ქვეყნის გენერალური პროკურორი

25 ოქტომბერი, 2017 13:12

უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტს უარი უთხრა პოლიტიკურ თავშესაფარზე, რის შემდეგაც მისი დეპორტაცია შესაძლებელი გახდა. ამის შესახებ სამშაბათს გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ ისაუბრა.

„მე სიახლე მაქვს. სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა. ამის შემდეგ ის აპატრიდია (მოქალაქეობის არ მქონე პირი). უკვე ყველა იმ გარემოების გარეშე, რაც შეუძლებელს ხდიდა მის დეპორტაციას“, - თქვა ლუცენკომ.

გენერალურმა პროკურორმა დაამატა, რომ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია. ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ექსპრეზიდენტს უკრაინის სასამართლოში საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის უჩივიან.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ლუცენკო დეზინფორმაციას ავრცელებს და მას უარის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია. ხოლო, სანამ თავშესაფრის მოთხოვნაზე განცხადება განხილვის პროცესშია, მისი ექსტრადირება ვერ მოხდება. სააკაშვილმა უკრაინას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სექტემბერში მიმართა. 15 ოქტომბერს „ინტერფაქს - უკრაინასთან“ ინტერვიუში კი თქვა, რომ ზუსტად იცის, გეგმავენ მის დაჭერას, დეპორტაციას ან უფრო მეტიც - მოკვლასაც კი. „მაგრამ ეს პრობლემა არაა, მე არ მეშინია!“ - განაცხადა სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის მიუხედავად, სექტემბერში სახელმწიფო საზღვარი მაინც გადალახა და ახლა კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^