Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მას შემდეგ, რაც კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, განაცხადა, რომ გეია

30 ოქტომბერი, 2017 11:51

მას შემდეგ, რაც 2 ოსკარის მფლობელი ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი კოლეგა ენტონი რაპმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, სპეისიმ Twitter-ზე ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ გეია. 

ენტონი რაპმა Buzzfeed-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 1986 წელს 14 წლის ასაკში 26 წლის კევინ სპეისის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. 

ინტერვიუს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში სპეისიმ Twitter-ზე დაწერა, რომ შეძრწუნებულია ამ ამბის მოსმენით. მისი თქმით, ასეთი ისტორია საერთოდ არ ახსენდება, რადგან ეს 30 წლის წინ მოხდა და იმ პერიოდში ხშირად სვამდა. 

„და თუ ასე მოვიქეცი, დიდი ბოდიში მაქვს მოსახდელი, ძალიან ვწუხვარ, რომ მან ამ განცდებით იცხოვრა ამ ხნის განმავლობაში“, - წერს სპეისი. 

მსახიობმა დასძინა, რომ წლების განმავლობაში მას რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ქალებთან და კაცებთან, მაგრამ თავს ჰომოსექსუალად მიიჩნევს.



 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^