Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროექტით, პირს, ვინც აზარტულ თამაშზე დამოკიდებულთა სიაში იქნება, სათამაშოდ არ დაუშვებენ

31 ოქტომბერი, 2017 18:16

საქართველოს მთავრობამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. ფინანსთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული პროექტით ცვლილებები შედის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონს უნდა დაემატოს დამოკიდებულ პირთა სიის განმარტება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზას.

„დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა მოხდება, თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში და სასამართლოს ბრძანების საფუძველზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური და სიაში პირის შეტანა ხორციელდება 3 წლის ვადით. ასევე, ნებართვის მფლობელი ვალდებულია მოთამაშის ობიექტზე დაშვებამდე ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშში მონაწილეობამდე, გადაამოწმოს პირი შესაბამის რეესტრში და მისი არსებობის შემთხვევაში არ დაუშვას დამოკიდებული პირის სათამაშოდ დაშვება“, - ნათქვმია განმარტებით ბარათში.

პროექტით, ასევე განიმარტება ტერმინი - „თამაშზე დამოკიდებული პირი“. კერძოდ, თამაშზე დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომელიც შეყვანილია დამოკიდებულ პირთა სიაში.

ამასთან, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებებით, ოჯახის წევრს უფლება ექნება, მიმართოს სასამართლოს დამოკიდებულ პირთა სიაში დამოკიდებული პირის მონაცემების შეტანის შესახებ განცხადებით.

კანონპროექტის მიხედვით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში საქართველოს მოქალაქისთვის მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულო ხდება მისი მოთამაშედ რეგისტრაცია მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში.

კანონპროექტის მიხედვით,  კანონს ასევე დაემატა შეზღუდვა 21 წლამდე საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.

რაც შეეხება სანქციებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილეობისთვის იმ საქართველოს მოქალაქის დაშვება, რომელიც არ არის რეგისტრირებული მოთამაშედ მოთამაშეთა ერთიან რეესტრში გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.

დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში - 10000 ლარის ოდენობით.

წამახალისებელი გათამაშების მოწყობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვის გარეშე გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 20 000 ლარით. განმაორების შემთხვევაში - 40 000 ლარით.

როგორ დავამარცხოთ აზარტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^