Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ გადაეცა პარლამენტის წევრის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას მიწა თბილისში

31 ოქტომბერი, 2017 18:51

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა იგეგმება. 26 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა სპეციალური განკარგულება გამოსცა, სადაც წერია, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის 5710 კვ. მ. ფართობის მიწა ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს გადასცა. თუმცა, როგორც განკარგულებიდან ირკვევა, აღნიშნული მიწის ფართობზე ცენტრის მშენებლობას სპეციალურად ცენტრისთვის დაფუძნებული ფონდი „ჯიესეიჩი" აპირებს.

ფონდის დამფუძნებელი საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილია; დირექტორი კი ყოფილი პროკურორი - არჩილ კბილაშვილი. სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორად ლევან კოპალიანი დაინიშნება, რომელიც „ქართული ოცნების" წევრის კარლო კოპალიანის შვილია. კარლო კოპალიანი ამჟამად პარლამენტის წევრია.

რა სახის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა იგეგმება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა რა ნაწილს შეეძლება აღნიშნული მომსახურების მიღება; არიან თუ არა ამ დეტალების განხილვაში ჩართული თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - ამ და სხვა დეტალების გასარკვევად „ლიბერალმა" არჩილ კბილაშვილს მიმართა.

ჯიესეიჩის" დირექტორი ამბობს, რომ მან ჯერ მხოლოდ მიწის გადაცემის დეტალები იცის. ცენტრის მშელებლობის შესახებ პროექტი უახლესი სამი თვის განმავლობაში დამტკიცდება. დანარჩენი მერე გახდება ცნობილი: „იდეა ჯერ ჩანასახის სტადიაშია. ამაზე ახლა საუბარი ნაადრევი მგონია. ამაზე უნდა შევჯერდეთ და ჩამოვყალიბდეთ. ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა დეტალები მერე გაირკვევა".

ცენტრთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ ჯერ არც ლევან კოპალიანმა იცის. ის სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორია. ამბობს, რომ ამჟამად მხოლოდ მიწის საკუთრების საკითხია გარკვეული: „ცრუ მოლოდინები რომ არ გაჩნდეს, სჯობს ცოტა დავიცადოთ, ჩვენც უფრო მეტი გავიგოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ".

ჯერჯერობით ჯანდაცვის სამინისტროსთვისაც უცნობია, რატომ გადაწყდა აღნიშნული სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა, შშმ პირთა რა ნაწილს მოემსახურება ის, იქნება თუ არა თანადამფინანსებელი სახელმწიფო. სამინისტროში ამბობენ, რომ შენობას ააშენებს ფონდი "ჯიესეიჩი" და გადასცემს სამინისტროს: „როგორ განახორციელებს სახელმწიფო ამ ცენტრის მენეჯმენტს, დაზუსტებული არაა", - ამბობენ სამინისტროში.

არჩილ კბილაშვილი განმარტავს, რომ რომ ფონდის საქმიანობაში ფინანსურად სახელმწიფო არ ჩაერევა: „ის 100%-ით კერძო დაფინანსებაზე იქნება. სახელმწიფოსგან მხოლოდ მიწა გადმოგვეცა".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^