ნიუ-იორკში, მანჰეტენზე 29 წლის მამაკაცი პიკაპით ველობილიკზე გადავიდა და ველოსიპედით მოსიარულეებს დაეჯახა. დაიღუპა 8 და დაშავდა12-მდე ადამიანი.
CNN-ის ინფორმაციით, გამოძიების წყაროებმა ბრალდებული ამოიცნეს - იგი, სავარაუდოდ, წარმოშობით უზბეკი საიფულო ჰაბიბულაევიკ საიპოვია, რომელიც აშშ-ში 2010 წლიდან ცხოვრობს.
როგორც სამართალდამცავებმა CNN-ს უთხრეს, მანქანაში იპოვეს წერილი, რომელშიც წერია, რომ თავდასხმა ISIS-ის სახელით მოხდა.
„ეს იყო ტერორისტული აქტი, გამორჩეული სიმხდალით ჩადენილი ტერორისტული აქტი" - თქვა ნიუ-იორკის მერმა.