Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ სპორტის სასახლის მიმდებარედ კორპუსის მშენებლობის ნებართვა ბათილად ცნო

01 ნოემბერი, 2017 16:15

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობაზე გაცემული სამშენებლო ნებართვა ბათილად ცნო. არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა შპს „ჰიო დეველოპმენტს“ ჰქონდა მიღებული.

სასამართლოში სამეზობლოს ინტერესებს იურიდიული კომპანია „ქართული სამართლის ჯგუფი“ იცავდა.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას კომპანიის იურისტი ლაშა მჭედლიძე ამბობს, სასამართლოში მათი ძირითადი არგუმენტაცია იყო, რომ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე დამატებითი მრავალბინიანი კორპუსის ჩადგმა ყოვლად გაუსაძლისს გახდიდა ისედაც ურთულეს საყოფაცხოვრებო პირობებს, რომელიც გამოიხატება პირველ რიგში პარკირების პრობლემით, მუდმივი საცობით და ა.შ.

„ჩვენ ვიცავდით მეზობლების ინტერესებს, ცხვირწინ უშენებდნენ კორპუსს, უბნელებდნენ ფანჯრებს, ამით უძრავი ქონების ღირებულებაც იკლებდა. მეზობლებს მიაჩნდათ, რომ მათი ინტერესები ზიანდებოდა, რადგან კრიტიკულ ზღვარზეა ამ ტერიტორიაზე განაშენიანება, ამ ადგილას ფიზიკურად რესურსი აღარ არსებობს ახალი კორპუსის აშენების, მაგრამ მაინც იყო გაცემული ნებართვა“, - აცხადებს მჭედლიძე.

აღნიშნული კორპუსის მშენებლობა მენაშენეს დაწყებული არ ჰქონდა, ის კორპუსის აშენებას ალმასიანის N 31, ბერბუკის N10-ში გეგმავდა. მშენებლობის ნებართვის გაუქმების შემდეგ საქმე უკან დაუბრუნდება არქიტექტურის სამსახურს და მათ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინება მოუწევთ.

ფოტომონტაჟი:

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^