პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შეხვედრებს გამართავს. „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ბურჯანაძე დღეს გაემგზავრა რუსეთის დედაქალაქში, სადაც, მისი თქმით, არაოფიციალურ შეხვედრებს და მედიასთან აქტიურ ურთიერთობას გეგმავს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი პოზიციები, ყველა საკითხთან დაკავშირებით, დაფიქსირდეს ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე. გარდა ამისა, ბუნებრივია, გარკვეული არაფორმალური შეხვედრებიც მექნება. არა მაქვს განსაკუთრებული შეხვედრები დაგეგმილი. გამომდინარე არჩევნების ვითარებიდან, საჩივრებიდან და ა.შ. მე არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, როდის წავიდოდი.“ - განუცხადა ნინო ბურჯანაძემ „რუსთავი 2-ს“.