Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქსტატი: ეკონომიკურად აქტიური ქალების რაოდენობა 3%-ით შემცირდა

03 ნოემბერი, 2017 12:59

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2016 წლის გენდერულ სტატისტიკას აქვეყნებს. „ქალი და კაცი საქართველოში“ - ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომელშიც მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ქვეყანაში არსებულ გენდერული თანასწორობის ძირითად ტენდენციებს ასახავს.

გენდერული სტატისტიკა მოიცავს მონაცემებს, ქალისა და კაცის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი და ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში.

დასაქმების და უმუშევრობის გენდერული მონაცემები

საქსტატის მონაცემებით, 15 წლის და უფროსი ასაკის ქალების 58% ეკონომიკურად აქტიურია, ხოლო კაცების - 78%. აქედან, დასაქმებულია ქალების 53%, კაცების - 67%. 

ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის 42% ქალია, ხოლო 22% - კაცი. აქედან, ქალთა 6% სტუდენტია და კაცებს შორის - 7%. პენსიონერია 16% ქალი და 8% კაცი, ხოლო დიასახლისია 17% ქალი და 0% კაცი.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკურად აქტიურ ქალთა რიცხოვნობა 3%-ით შემცირდა, ხოლო კაცთა რაოდენობა თითქმის უცვლელი დარჩა. დასაქმებული ქალების და კაცების რაოდენობა, ამავე პერიოდში, თითქმის თანაბრად 2%-ით გაიზარდა. 2016 წელს, დასაქმებულთა 47%-ს ქალები, ხოლო 53%-ს კაცები შეადგენდნენ.

რაც შეეხება განაწილებას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, 2016 წელს, ქალებში აქტიურობის ყველაზე მაღალი დონე 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა (81%).  დასაქმების დონე ყველაზე მაღალია (73%) ამავე ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო ყველაზე დაბალი  -15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში (18%).

უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს 15-24 წლის ასაკის ქალებში (29%). 2016 წელს, კაცების აქტიურობის დონე მაღალია (94%) 25-34 ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო დასაქმების დონე - 35-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში (80%). ისევე როგორც ქალებში, ასევე 15-24 წლის კაცებშიც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია (31%), ამ ასაკში თითქმის ყოველი მესამე კაცი უმუშევარია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ დასაქმებული მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი საშუალო ზოგადი განათლების მქონეა. 2016 წელს დასაქმებულ ქალთა 38%-ს, ხოლო კაცთა 44%-ს საშუალო ზოგადი განათლება ჰქონდა.

უმუშევარი ქალების რაოდენობაში ყველაზე დიდი წილი უმაღლესი განათლების მქონეს უჭირავს, ხოლო კაცებში - საშუალო ზოგადი განათლების მქონეს.

2016 წელს, უმაღლესი განათლება ჰქონდა  უმუშევარ ქალთა 47%-ს, ხოლო კაცთა 44%-ს ჰქონდა საშუალო განათლება.

თვიური ნომინალური ხელფასის 2015 წელს, ქალების საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა შეადგინა 693 ლარი, ხოლო კაცების - 1 074 ლარი.

საქსტატში ამბობენ, რომ ტენდენცია იმისა, რომ საქართველოში შინამეურნეობის (ოჯახის) უფროსად უმეტესად კაცი მიიჩნევა, უცვლელი რჩება, როგორც ქვეყნის დონეზე, ასევე ქალაქისა და სოფლის ჭრილში. ასეთი ოჯახების რაოდენობა  თითქმის ორჯერ აღემატება იმ ოჯახების რაოდენობას, სადაც უფროსები ქალები არიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^