Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მცდარი ამბები ონლაინ სესხების შესახებ

03 ნოემბერი, 2017 14:16

რა გახსენდებათ ყველაზე პირველად, როდესაც სწრაფი ონლაინ სამომხმარებლო სესხის შესახებ იგებთ? ფულის მიღების მარტივი და სწრაფი გზა, მაღალი პროცენტი თუ ფრაზა “მაგათთან საქმეს ნუ დაიჭერ”?

სინამდვილეში ბევრი რამ, რაც ონლაინ სესხების კომპანიების შესახებ გსმენიათ, მითია. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ამ კომპანიის საქმიანობას საფუძვლად პასუხისმგებლიანი დაკრედიტება უდევს. იმიტომ რომ, პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისას ფინანსური ინსტიტუტის სკორინგის სისტემა კლიენტის ფინანსურ მდგომარეობას დეტალურად აანალიზებს, კრედიტის რეალურ საჭიროებას ადგენს და თანხის იმ ოდენობას განსაზღვრავს, რომლის გადახდის საშუალებაც მას რეალურად აქვს.

მოკლედ, ონლაინ სესხების შესახებ მცდარი ამბები ბევრია, მაგრამ მათ შორისაც გამოარჩევთ ისეთებს, რომლებიც ყველაზე უფრო გავრცელებულია. ჩვენც სწორედ ეს ამბები შევკრიბეთ და ახლებურ რეალობას შევადარეთ.

მცდარი ამბავი 1: ონლაინ სესხები საერთოდ უნდა აიკრძალოს, მაგათთან საქმის დაჭერა არ შეიძლება

ეს მოსაზრება წარსულს ჩაბარდა. ამჟამინდელი რეალობა სულ სხვაგვარია: 2017 წელს ონლაინ სესხების კომპანიების საქმიანობა ახლებურად დარეგულირდა. შედეგად, მათი კვალიფიკაცია შეიცვალა. კომპანიებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსები მიიღეს და ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ მოექცნენ. შესაბამისად, ამჟამად ისინი ზუსტად იგივე ფინანსურ ინსტიტუტებს წარმოადგენენ, როგორც ბანკები, თუმცა, ცხადია, პროდუქტების შედარებით მცირე სპქეტრითა და განსხვავებული სერვისებით.

ყველა იმ კომპანიის საქმიანობა, რომელიც სწრაფ ონლაინ სამომხმარებლო სესხს გასცემს, ეროვნული ბანკის მიერ მკაცრად კონტროლდება. მათ შორის ვართ ჩვენც - “სოლვა”. კომპანიის მომსახურება და პროდუქტები სრულიად გამჭვირვალეა.

მცდარი ამბავი 2: ონლაინ სესხების კომპანიებს საოცრად მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ

ესეც არასწორი წარმოდგენის შედეგად შექმნილი შეხედულებაა, რადგან 2017 წლის ცვლილებების შემდეგ, საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონში მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი (100%) განისაზღვრა და ყველა კომპანია, მათ შორის ჩვენც, ამ ფარგლებში ვსაქმიანობთ.

მცდარი ამბავი 3: შეგიძლია აღებული თანხა უკან აღარ დააბრუნო

ზოგჯერ კეთილსინდისიერი გადამხდელები ამგვარი მცდარი წარმოდგენით შეჰყავთ შეცდომაში.  საქართველოს კანონმდებლობით, მნიშვნელობა არ აქვს, სესხი ონლაინ აიღეთ, თუ ფიზიკურად, რადგან  ამ თანხისა თუ მასზე დარიცხული სარგებლის უკან დაბრუნების ვალდებულება ნებისმიერ შემთხვევაში წარმოიშვება. მსესხებელმა კი ის პირნათლად უნდა შეასრულოს. თუ მომხმარებელი აღებულ სესხს არ დააბრუნებს,  ვადაგადაცილება დაუფიქსირდება და საკრედიტო ისტორია გაუფუჭდება. თანხის დაბრუნებაზე კი კანონმდებლობით დადგენილი მეთოდები გავრცელდება.

მცდარი ამბავი 4: თუ სესხს ვერ იხდი, გემუქრებიან და საშინელი წნეხის ქვეშ ხვდები

ყველა კომპანია, რომელიც საკუთარი პრესტიჟისა და რეპუტაციის დაცვაზე ზრუნავს, კოლექტორული დეპარტამენტისა თუ მათ მიერ დაქირავებული სააგენტოს თანამშრომლების ქმედებებს მაქსიმალურად მკაცრად აკონტროლებს. “სოლვას” საქმიანობას პასუხისმგებლიანი დაკრედიტება უდევს საფუძვლად, ამიტომ ჩვენთვის მომხმარებელი და რეპუტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.  

ამას გარდა, ონლაინ სესხების კომპანიების ქცევას მკაცრად აკონტროლებს ეროვნული ბანკიც, რომელიც შესაბამისი ეთიკის ნორმების დაცვას გვავალდებულებს. უფრო მეტიც: ნებისმიერი გადაცდენის შემთხვევაში, თავად შეგიძლიათ  ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს მიმართოთ, ან დარეკოთ ცხელ ხაზზე: 0322 406 406. დეტალურად შესაბამის ინფორმაციას შეგიძლიათ  ვებგვერდზე: www.nbg.gov.ge/cp გაეცნოთ.

მცდარი ამბავი 5: ონლაინ სესხების კომპანიები პირად ინფორმაციას უნებართვოდ იყენებენ და კონფიდენციალობას არღვევენ

ყველა კომპანია, მათ შორის “სოლვაც”,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ უმკაცრესად კონტროლდება. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციას ვიყენებთ და ვამოწმებთ, რომელიც თავად გაქვთ ანკეტაში მითითებული და საკრედიტო ბიუროებში გადასამოწმებლად ნებადართული.

სოლვაში მომხმარებლის პირადი ინფორმაციის გამოყენების წესები დეტალურად გვაქვს გაწერილი და მათ შეგიძლიათ სესხის აღებამდე გაეცნოთ კიდეც. მონაცემებსაც  მხოლოდ იმიტომ ვამოწმებთ, რომ  მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და გადახდისუნარიანობა მაქსიმალურად სწორად შევაფასოთ, სწრაფი ონალინ სამომხმარებლო სესხი ოპტიმალურად გავცეთ და მომხმარებელი არ დაზარალდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^