Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შანიძე: პავლიაშვილის მიერ ფსიქოტროპულების მიღებაზე შეკითხვა შსს-ს წარმომადგენელმა დამისვა

03 ნოემბერი, 2017 15:57

„იმათ [შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორებმა] მკითხეს, იღებდა თუ არა ფსიქოტროპულებს, მე ვუპასუხე, კი-მეთქი", - ამის შესახებ ნუცუბიძეზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმის შესახებ დაკითხულმა ნოდარ შანიძემ განაცხადა. შანიძე პავლიაშვილის გარდაცვალების დღეს შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამბობდა, რომ გარდაცვლილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა.

როგორც დღეს პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ შანიძემ განაცხადა, იღებდა თუ არა პავლიაშვილი ფქსიქოტროპულ მედიკამენტს, ეს კითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაუსვეს.

„ინტერვიუ, რომელიც მე მივეცი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორებს, იყო კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაწერილი ინტერვიუ. მე ისინი მეკითხებოდნენ, მერე ჩართავდნენ კამერას და ვპასუხობდი. ფსიქოტროპულზე იმათ მკითხეს, მე კი არ მომიგონია... იმათ მკითხეს, იღებდა თუ არა, მე ვუპასუღე, კი-მეთქი", - განაცხადა შანიძემ.

25 ოქტომბერს, 33 წლის პაატა პავლიაშვილი, პატრულის ორი თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული წესით დააკავების დროს გარდაიცვალა. ორი ინსპექტორი, ნუცუბიძის ფერდობზე, მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე იმყოფებოდა. ინსპექტორებმა პაატას დაკავების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იგი კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს (მეგობარს) გამოესარჩლა.

თვითმხილველების თქმით, როდესაც პატრული პაატა პავლიაშვილს აკავებდა, ის ცუდად გახდა და ეს პოლიციელებს უთხრა. მისი თქმით, ყველა თვითმხილველი და თავად გარდაცვლილიც ითხოვდა სასწრაფოს გამოძახებას. მეზობლები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ.

„დავინახე, რომ ხელბორკილების დადება უნდოდათ, - ჯერ ერთი რად უნდოდათ ხელბორკილი, არ გარბოდა არსად, ფეხზე ძლივს იდგა, ისეთი ნასვამი იყო. ამ ჯაჯგურში სთხოვა, - კაცებიც ეხვეწებობდნენ და ქალებიც, ვინ ამ ამბავს შეესწრო, ჩვენც აქედან ვყვიროდით, - რომ რას მიათრევთ, სასწრაფო გამოიძახეთ, ხომ ხედავთ ცუდად არისო. ამასობაში გახდა ცუდად, ჩაიკეცა და ჩაკეცილზე კიდევ უკეთებდნენ ხელბორკილს. ერთ ხელზე დაადეს. ფაქტობრივად პატრულს ჩააკვდა ხელებში", - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას ქეთინო თოდრია, გარდაცვლილის მეზობელი.

ვიდეო ►თვითმხილველი: „იხვეწებოდა სასწრაფო გამოიძახეთო... წაქცეულზე უკეთებდნენ ბორკილს..."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^