Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამოთხის დოკუმენტები - ინგლისის დედოფლისა და სხვა ადამიანების ქონება ოფშორულ კომპანიებში

05 ნოემბერი, 2017 22:29

„სამოთხის დოკუმენტები" - ასე უწოდებენ გამოაშკარავებულ ფინანსურ დოკუმენტებს, რომლებიც ცხადყოფს, რომ მსოფლიო მასშტაბით უამრავი მდიდარი და ცნობილი ადამიანი ფულს ოფშორულ კომპანიებში ინახავს. BBC-ის ინფორმაციით, მათ შორის არის ინგლისის დედოფალი ელიზაბედ მეორეც.

„სამოთხის დოკუმენტები" 13,4 მლნ-მდე დოკუმენტს მოიცავს. მათ დამუშავებაზე 100-მდე მედიაორგანიზაცია მუშაობდა, მათ შორის BBC Panorama. 

„პანამის დოკუმენტების" მსგავსად, ფაილები ამჯერადაც გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung-მ მოიპოვა და დასამუშავებლად „გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს" გადასცა. 

მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ოფშორში დედოფალ ელისაბედის პირადი ქონებიდან 13 მლნ დოლარი ინახება. თანხა კაიმანის კუნძულებსა და ბერმუდაში არსებულ ფონდებშია დაცული. 

BBC-ის ცნობით, ინვესტიციაში არალეგალური არაფერია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედოფალი გადასახადებს თავს არიდებს, თუმცა ფაქტმა შესაძლოა შეკითხვა გააჩინოს, უნდა ინახავდეს თუ არა მონარქი ფულს ოფშორში. 

„სამოთხოს დოკუმენტებში" ასევე მოხვდნენ დონალდ ტრამპის მრჩეველი სავაჭრო საკითხებში, რომელსაც პუტინის მოკავშრეებთან ბიზნესურთიერთობა ჰქონდა და კანადის პრემიერთან დაახლოებული პირი, რაც შესაძლოა, კანადელებს მილიონობით დოლარი დაუჯდეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^