
მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი „მაგთიკომი“ კიბერშეტევასთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მაგთიკომის ინტერნეტქსელის სხვადასხვა სეგმენტზე უწყვეტ რეჟიმში კიბერშეტევა ხორციელდება.
„მაგთიკომის ქსელი საკმაოდ დაცულია და კიბერშეტევის ნიშნების დაფიქსირებისთანავე, კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა კიდევ უფრო გააძლიერა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები.
მაგთიკომის აბონენტების ნაწილს შეეზღუდა ინტერნეტის გარკვეულ რესურსებთან წვდომა და, ამავდროულად, გადაიტვირთა ცხელი ხაზი. კომპანია მუდმივად მიმართავს ყველა ზომას, რათა მაქსიმალურად აღკვეთოს კიბერშეტევები. ამ მომენტისთვის მაგთიკომისგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და აბონენტებს სრულად მიეწოდება ინტერნეტსერვისი.
რამდენადაც კიბერშეტევები მხოლოდ მაგთიკომის ქსელზე განხორციელდა, არსებობს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს განზრახ ზიანის მიყენების და იმიჯის შელახვის მცდელობასთან, „- ამბობენ კომპანიაში.