Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყალბი დიპლომისა და ატესტატის დამზადების ბრალდებით ყოფილი სასაწავლებლის ხელმძღვანელი დააკავეს

07 ნოემბერი, 2017 14:44

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი ყოფილი კომერციული სასწავლო დაწესებულების  ხელმძღვანელი დააკავეს. 


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სხვა პირებთან ერთად, დაამზადა და გაასაღა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი.  სანაცვლოდ კი ბრალდებულმა  ერთ-ერთი მოქალაქისგან   1000 აშშ დოლარი და 3 000 ლარი აიღო.


უწყების ცნობით, საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს , რაც სასჯელის სახით თავისუფლების 3-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით კი ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^