Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ემირ კუსტურიცა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი" გახდა

07 ნოემბერი, 2017 16:02

სერბმა რეჟისორმა ემირ კუსტურიცამ მხარი დაუჭირა ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებულ კამპანიას „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“. „სპუტნიკ-აფხაზიას“ ინფორმაციით, ამის გამო აფხაზებმა კუსტურიცას მოსკოვში სერტიფიკატი და მედალი გადასცეს. სერბი რეჟისორი „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი“ გახდა. 

UNESCO-სთვის განკუთვნილ ვიდეომიმართვაში ადგილობრივები საუბრობენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი კერაა, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. 1992-1993 წლებში ომის დროს ქართველებმა ვანდალურად სცადეს ამ ძეგლების განადგურება, რათა „წაეშალათ აფხაზი ერის ისტორია“. ვიდეოს ავტორები UNESCO-ს სთხოვენ, რომ დაიცვას და დაეხმაროს იზოლაციაში მოქცეულ თვითაღიარებულ რესპუბლიკას კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.

ემირ კუსტურიცა ვიდეოს გამოეხმაურა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ ვიდეომიმართვას. „მე, როგორც გაერო-ის კეთილი ნების ელჩი, მხარს ვუჭერ „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ მოწოდებას. უნდა შენარჩუნდეს ძველი ქრისტიანული ტაძრები, რომლებიც აფხაზეთშია, მომავალმა თაობებმა ისინი უნდა ნახონ“, - თქვა ემირ კუსტურიცამ.

კუსტურიცას თქმით, მსოფლიომ ეს მხარე ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს, რადგან აფხაზეთი ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი კერაა.

ფოტო: Gettyimages

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^