
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ისკო დასენმა ნაროპოლიტიკის რეფორმის პროექტი უარყოფითად შეაფასა. პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას დასენმა განაცხადა, რომ დეკიმინალიზაციამდე ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის მენტალიტეტი და მოსალოდნელი საფრთხეები. მათ შორის ისიც, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის პირობებში საქართველოში ნარკოდამოკიდებული ტურისტების ნაკადი გაიზრდება და ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის. „მინდა ისიც გაითვალისწინოთ, რომ დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში აქ მართლა ჩამოვლენ ნარკომანი ტურისტები. მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რას შეძლება დაემსგავსოს თბილისი. ეს არის საფრთხე, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“, - თქვა დასენმა.
ისკო დასენის აზრით, ჰოლანდიელები უკმაყოფილო არიან დეკრმინალიზაციით. „ამბობენ - უბრალოდ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, თორემ ნეტავ ეს ასე არ ყოფილიყოო“, - თქვა დასენმა პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მომზადებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს უცხოელი ექსპერტებიც სტუმრობენ.