Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას მოქალაქის სასარგებლოდ 3 000 ევროს გადახდა დააკისრა

07 ნოემბერი, 2017 21:27

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამების მსხვერპლი ყოფილი პატიმრის სასარგებლოდ  საქართველოს მთავრობას 3 000 ევროს გადახდა და გამოძიების წარმოება დააკისრა. ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, საქართველოს მოქალაქემ დ.ჩ.-მ 2014 წელს საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და განაცხადა, რომ 2012 წლამდე იგი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი #8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან. 

დ.ჩ.-ს ცემისა და არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების გამო, მხედველობა არსებითად გაუუარესდა. შესაბამისად, იგი ვეღარ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას. დ.ჩ. პროფესიით არის მხატვარი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა არასათანადო მოპყრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საჩივარი  სასამართლოში გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-13 (არაეფექტური შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალება) მუხლების დარღვევის დადგენის მოთხოვნით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქართველოს ხელისუფლებამ ცალმხრივი დეკლარაციით აღიარა კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების დარღვევა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა“,- ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სასამართლოში დ.ჩ.-ს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი წარმოადგენდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^