Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო - 28 წლის ამირან კვირიკაშვილის საქმე

09 ნოემბერი, 2017 12:11

ხარაგაულში ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ლიბერალს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

„ხარაგაულში 28 წლის ამირან კვირიკაშვილმა პოლიციის ზეწოლის შედეგად თავი ჩამოიხრჩო“, - ამის შესახებ „ლიბერალს“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა. მისი თქმით, შემთხვევა 4 ნოემბერს მოხდა.

„რომ ვიცოდე, რის გამო მოხდა ეს ზეწოლა, დეტალებში ვიტყოდი ყველაფერს. მიბრძანდით ხარაგაულის პოლიციაში და ისინი გეტყვიან, რა ზეწოლა მოახდინეს. პოლიციის უფროსი რომ მოხსნეს მიცვალებულის დამარხვამდე, რატომ მოსხნეს, მოჰკითხეთ და გეტყვიან პასუხს“, - აცხადებს ოჯახის ახლობელი, გარდაცვლილის დის ქმარი.

კითხვაზე - რატომ მიაჩნიათ, რომ გარდაცვლილმა თავი პოლიციის ზეწოლის შედეგად მოიკლა - ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ:

„ადამიანი რომ მოვა პოლიციიდან და იტყვის, რომ კიდევ თუ დამიბარებენ, აღარ წავალ და თავს ჩამოვიკიდებო. დილას 10 საათზე კიდევ რომ დაიბარებენ და საღამოს 5 საათზე დამხრჩვალს ნახავ, რისგან უნდა იყოს გამოწვეული?!“.

კითხვაზე - თუ რატომ იბარებდნენ პოლიციაში გარდაცვლილს - ოჯახის ახლობელმა თქვა, რომ ამაზე პასუხი პოლიციაში უნდა გავარკვიოთ.

„მოწმეები არსებობენ, ვისთანაც ისაუბრა, რის გამო, რატომ და როგორ [მოხდა ყველაფერი]“.

მისი თქმით, მოწმეებს ჩვენებას თავად დააწერინებს და შეიტანს პროკურატურაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^