Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანსუღ ჩარკვიანის მთაწმინდაზე დაკრძალვა ორმა ქალმა ტრანსპარანტებით გააპროტესტა

09 ნოემბერი, 2017 17:09

მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ქართველი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის ცერემონიაზე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრე ორმა ქალმა პლაკატები გაშალა და ჯანსუღ ჩარკვიანის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება გააპროტესტა. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ლეილა ცომაიამ განაცხადა, მათ მხოლოდ ორი ტრანსპარანტი ჰქონდათ და მდუმარე აქციის გამართვას აპირებდნენ. „ნუ გადააქცევთ მთაწმინდას ნომენკლატურული მწერლების საძვალედ”; „გადაასვენეთ მთაწმინდიდან კეკე, გრიბოედოვი და ჭაბუაც”, - ეწერა პლაკატებზე.

დაკრძალვაზე მისულმა პირებმა, მათ შორის სააგენტო „რეპოსტიორის" გენერალურმა დირექტორმა და „ასავალ-დასავალის" ყოფილმა ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა პლაკატი დახიეს. 

ვიდეო: ტელეკომპანია „იმედი"

„გარეწარი ესა", - მიმართა ერ-ერთ ქალს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^