Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ISFED: ოზურგეთის ოლქში ზეწოლა-მუქარისა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები გამოვლინდა

10 ნოემბერი, 2017 12:52

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საგოზადოებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის წინასაარჩევნო პროცესის დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ოზურგეთის ოლქში ზეწოლა-მუქარის 4 და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 ფაქტი გამოვლინდა. თითქმის ყველა შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის - ბეგლარ სიორიძის სასარგებლოდ მოქმედებდნენ. „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდი ოზურგეთში პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე მიმდინარეობს, რაც ხელს უშლის თანასწორ და თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს“, - წერს ISFED.

ISFED-მა მოუწოდა ხელისუფლებას და მერობის კანდიდატებს, თავი შეიკავონ ზეწოლისა და მოსყიდვისგან. „აღნიშნული ფაქტებისა და პირველ ტურზე გამოვლენილი ტენდენციების გათვალისწინებით, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობას, პოლიტიკურ პარტიებსა და კანიდატებს - არჩევნების დღეს თავი შეიკავონ ამომრჩევლის მოსყიდვისა თუ ზეწოლისგან, ასევე ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც შესაძლოა აღქმული იქნას ამომრჩევლის ნების კონტროლად, მათ შორის არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების მონაცემების შეგროვებისგან. „სამართლიანი არჩევნები“ ასევე მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას - უზრუნველყოს ამომრჩევლის პირადი მონაცემების დაცვა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვა“, - წერია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^