ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან ინციდენტი მოხდა. „ინტერპრესნიუსის" ინფორმმაციით, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერების აქციას „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ჩაუარეს მანქანით, რასაც შარაშენიძის მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. მათ გზა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მანქანას გზა გადაუკეტეს, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა, თუმცა სამართალდამცველებმა მოწინააღმდეგე მხარეების დაპირისპირება მალევე განმუხტეს.
კონსტანტინე შარაშენიძე აცხადებს, რომ 18 უბანზე ხმის დათვლის პროცედურა მიზანმიმართულად ჭიანურდება და არჩევნების გაყალბებას მაქსიმალურად ცდილობენ. მისივე თქმით, ბეგლარ სიორიძის გამარჯვებაში სხვადასხვა სტრუქტურა სხვადასხვა ფორმით აქტიურად არიან ჩართული.
მისი თქმით, საარჩევნო კომისიის შენობასთან დარჩებიან მანამ, ვიდრე ხმებს ობიექტურად არ დაითვლიან. იგი დარწმუნებულია, ოზურგეთის მერის არჩევნებში გამარჯვებულია. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი აცხადებს, რომ ოზურგეთის სოფლებში და ქალაქში, უბნების უმრავლესობაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.