ალექსანდრე ჯეჯელავა თანამდებობას დატოვებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა მიხეილ ჩხენკელი დანიშნა. მიხეილ ჩხენკელი დღემდე თსუ-ის პრორექტორის პოსტს იკავებდა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა 2016 წლის ივნისში დანიშნა.
ბიოგრაფია
ალექსანდრე (სანდრო) ჯეჯელავა არის მენეჯერი და ტრენერი 20-წლიანი გამოცდილებით. იგი არის მართვის აკადემიის თავმჯდომარე და წამყვანი ტრენერი ზოგადი მენეჯმენტის, გაყიდვების მართვის, დროის მართვის და პროექტების მართვის მიმართულებით.
ჯეჯელავა მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პერსონალის დაქირავებას, მართვას და გაყიდვების პროცესის ორგანიზებას მოწინავე ქართულ ორგანიზაციებში.
ალექსანდრე ჯეჯელავას აქვს მათემატიკის მაგისტრის წოდება, ზოგადი მენეჯმენტის მაგისტრის წოდება და პროექტების მართვის პროფესიონალის (PMP) წოდება.