მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უქმდება. უწყება გაიყოფა და მასში შემავალი სპორტის კომპონენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეუერთდება. გაერთიანებულ სამინისტროს კი კულტურის დღევანდელი მინისტრი მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. „სპორტის კომპონენტის კულტურასთან ინტეგრაცია, თანასწორ შესაძლებლობას გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მართვას“, - თქვა დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდული კომპონენტს, დაგეგმილი ცვლილებებით, ის განათლების სამინისტროს შეუერთდება.