
გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უერთდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შეერთება ბევრ ევროპულ ქვეყანაში აპრობირებული. სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში, ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში. მსგავსი მოდელებია საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიასა ბულგარეთში, ეს უზრუნველყოფს ორივე მიმართულების გაძლიერებას და არავითარ შემთხვევაში შესუსტებას“, -განაცხადა პრემიერმა.