ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო ბრიფინგს მართავს, სადაც პრემიერი დაანონსებულ სამთავრობო ცვლილებებს წარადგენს.
ამ ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საგარეო დაზვერვა შეუერთდება. „ამ სფეროში უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, საგარეო დაზვერვა ქვეყნის უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია და მისი გაძლიერება ჩვენი პრიორიტეტია“, - განაცხადა პრემიერმა.