განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გეგმავს, საქმიანობა არასამთავრობო და კერძო სექტორში სასაწავლო განაგრძოს, როგორც ეს მის მინისტრობამდე იყო. ასევე, მისი თქმით, დაგეგმილი აქვს აშშ-ში სწავლის გაგრძელება.
„რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, იქნება იგივე, რაც მინისტრობამდე - ვაპირებ სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას. ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში და ვატარებდი ტრენინგებს, არასამთავრობო და კერძო სექტორში ვმუშაობდი. გარდა ამისა, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სადოქტოროს გასაგრძელებლად ვიყავი მომზადებული, ამ გეგმამ დროში ცოტა გადაიწია, თუმცა ვაპირებ ჩავაბარო და აშშ-ში წავიდე სადოქტოროს გასაგრძელებლად”, - განუცცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალი მინისტრისთვის საქმიანობის გადაბარების შემდგომ.
მისივე თქმით, ახალი მინისტრის წინაშე ორი მთავარი გამოწვევაა:
„მთავარ გამოწვევად ახალ მინისტრს ვუტოვებ სოფლის და უმცირესობების სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებიბას, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში. მეორე მთავარ გამოწვევად ვუტოვებ პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების ნაკლებიბას. ეს ორი ცენტრალური გამოწვევაა. მთავარი რჩევა ახალი მინისტრისადმი იქნება რომ მაქსიმალურად კონცენტრირდეს გრძელვადიან შედეგზე“,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯლავამ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დღეიდან მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს. მას აქამდე თსუ-ის პრორექტორის პოსტი ეკავა.