Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძეგლთა დაცვა: ატენის სიონთან მშენებლობა სამონასტრო ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით დაიწყო

15 ნოემბერი, 2017 16:30

ატენის სიონის VII საუკუნის ეკლესიასთან, სამონასტრო ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, კელიების მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ „ლიბერალს“ კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნული სააგენტოდან განუცხადეს. მათი თქმით, პროექტი შეთანხმებულია სააგენტოსა  და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და არქიტექტურის საბჭოსთან.

„ეს მშენებლობა შეთანხმებულია ყველა ეტაპზე, მათ შორის, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და არქიტექტურის საბჭოსთან.  ამ საბჭოზე განხილვის შემდეგ ეს პროექტი გამოვიდა სააგენტოს სპეციალურ საბჭოზე, სადაც გაერთიანებულნი არიან ხელოვნებათმცოდნეები არქიტექტორები და რესტავრატორები. სააგენტოს საბჭომ ხელახლა  განიხილა ის და დადებითად შეაფასა, შემდეგ კი გასცა ნებართვა და ორწლიანი ვადა მისცა სამუშაოებისთვის“, - განაცხადეს სააგენტოდან. 

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, წარმოიშვა აუცილებლობა, რომ ატენის სიონის ეროვნული კატეგორიის ძეგლის მქონე ეკლესიაში სამონასტრო ცხოვრება აღმდგარიყო, ამიტომ აღნიშნულმა პროექტმა, სანამ ის წარდგებოდა სააგენტოს საბჭოზე განსახილველად გაიარა რამდენიმე ეტაპი, რომელიც 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.  

„თავდაპირველი პროექტი იყო არასათანადო, არანაირად არ პასუხობდა მოთხოვნებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 34 მუხლით არის გათვალისწინებული.  რეალურად ვიზუალური აღქმის დამცავ ზონაში იერსახეს უხეშად არღვევდა“, - უთხრა „ლიბერალს“ სააგენტოს წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ.

მისივე თქმით, ადგილზე მოეწყო არქოლოგიური კვლევაც, რის შედეგადაც გამოვლინდა გვიანი შუა საუკუნეების პერიოდის სამონასტრო ცხოვრების კვალი; აღმოჩნდა ძველი კელიების ნაშთი და სწორედ ამ კონტურებზე, არქიტექტორებთან კონსულტაციის შედეგად, შედგა ახალი პროექტი. ბარამიძის თქმით, პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა, რათა მისადაგებული ყოფილიყო ლანდშაფტთან.

ატენის სიონის 1974 წელს წარმოებული არქეოლოგიური კვლევა

„ძეგლის სიახლოვეს მშენებლობა არ არის იმპერატიული აკრძალვა. კანონი არ გულისხმობს იმას, რომ რაიმე ჩარევა, ვიზუალური და ფიზიკური, დაცვის არეალს დაარღვევს, სწორედ ამის პრევენციისთვის არის ეს კანონი შექმნილი. რათა დაარეგულიროს დამცავი ზონის შიგნით რაიმე ტიპის თვითნებური მშენებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ეს პროექტით არის გათვალისწინებული და შეთანხმებული მთელ რიგ კომისიებსა და საბჭოებთან, კანონი არ კრძალავს ამას“. - ამბობს ბარამიძე.

ბექა ბარამიძე სამონასტრო ცხოვრების ატენის სიონის მონასტერში განვითარებას  ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად მიიჩნევს ძეგლის ფიზიკური დაცვისთვის.

„ეს იქნება მცირე ზომის, ერთსართულიანი შენობა, რომელიც მოიცავს 4 კელიას და სატრაპეზოს, ამავდროულად - დახმარე სათავსო-ნაგებობებს და მცირე ზომის სამზარეულოს, რათა ადგილზე სამონასტრო ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი, რაც, ჩვენი თვალსაზრისით, არის მონასტრის მოვლა-პატრონობის, მისი დაცვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. ასევე, სააგენტო საკმაოდ ჯეროვან ყურადღებას იჩენს მისი მოვლა-პატრონობის კუთხით, რაც გამოიხატება წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარის ფინანსური ინექციით, მისი მოვლა-პატრონობის კუთხით“, - თქვა ბექა ბარამიძემ.

ბარამიძე აღნიშნავს, რომ შენობას ბანიანი გადახურვა ექნება, შეიფუთება ადგილზე მოპოვებული ქვა-ღორღით და, დროთა განმავლობაში, თავისი გამწვანებით ადგილობრივ ლანდშაფტთან მოვა შესაბამისობაში. მისივე თქმით, იგეგემება მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^