BBC-ის ცნობით ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას 15 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ტელევიზია ERT-ის ინფორმაციით, დაშავებულია 37 ადამიანი. რამდენიმე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ.
დაღუპულთა უმრავლესობა ხანდაზმულები არიან, მათი ცხედრები საკუთარ სახლებში იპოვეს.
ინდუსტრიული ქალაქები - მანდრა, ნეა პერამოსი, მეგარა ასევე ათენის დასავლეთი ყველაზე მეტად დაზარალდა
საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
„მილიონობით ტონა წყალი მთიდან ჩამოვიდა. ჩვენი გზები მთლიანად განადგურებულია. 1000 სახლი დაიტბორა, ეს ქალაქის მესამედია.“, - განაცხადა ნეა პერამოსის ვიცემერმა